Batono - მწვანე თეთრი მშრალი ღვინო

რეგიონალური თეთრი მშრალი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია

 

ოპტიმალური სიმწიფის  მიღწევისას ყურძენი იკრიფება ხელით. ტრანსპორტირება წარმოებს ყუთებით. შემდეგ ხორციელდება მისი გადარჩევა. ყურძნის გადამუშავება ხდება დაკრეფიდან  არაუგვიანეს სამი საათისა. კლერტის გაცლის შემდეგ მიღებული დურდო გადადის პნევმატურ წნეხში. თვითნადენი ყურძნის წვენი გადაეცემა ვერტიკალურ ცისტერნაში დასაწმენდად. დაწმენდილი წვენი გადადის სხვა ცისტერნაში დასადუღებლად, ემატება საფუარის წმინდა კულტურა. დუღილის ტემპერატურა რეგულირდება (15-180 С). დუღილის დასრულების შემდეგ ღვინო ყოვნდება საფუვრის ლექზე (ბატონაჟი), რათა შეიძინოს ჰარმონიულობა და ნაღების მსუბუქი ტონები.

ღვინის დავარგება ხდება მუხის ჭურჭელში ენოლოგის გადაწყვეტილების საფუძველზე.