De’wino - ნაფარეული თეთრი მშრალი ღვინო

Premium კლასის თეთრი მშრალი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია

ოპტიმალური სიმწიფის მიღწევისას, ყურძენი იკრიფება ხელით. ყურძნის გადაზიდვა ხდება ყუთებით. ყურძნის მეორადი გადარჩევა წარმოებს უკვე მარნის ტერიტორიაზე, რაც გამორიცხავს დაზიანებული ყურძნის გადამუშავებას. ყურძნის გადამუშავება ხდება დაკრეფიდან არაუგვიანეს სამი საათისა. კლერტის გაცლის შემდეგ, მიღებული დურდო გადადის პნევმატურ წნეხში. თვითნადენი ყურძნის წვენი გადაეცემა ვერტიკალურ ცისტერნაში დასაწმენდად. დაწმენდის შემდეგ წვენი გადადის სხვა ცისტერნაში დასადუღებლად. დუღილი მიმდინარეობს საფუარის წმინდა კულტურით. დუღილის ტემპერატურა რეგულირდება (15-180 C). დუღილის დასრულების შემდეგ, ღვინო ყოვნდება საფუარის ლექზე (ბატონაჟი), რათა შეიძინოს ჰარმონიულობა და მსუბუქი ნაღების ტონები.

ღვინის დავარგება მუხის ჭურჭელში ხდება ენოლოგის გადაწყვეტილების საფუძველზე.