ჭაჭა დაძველებული

დამზადების ტექნოლოგია

მაგარი სასმელი ჭაჭა მიიღება დურდოსა და ღვინის დისტილირებით (გამოხდით). დისტილირება წარმოებს „შარანტის“ ტიპის აპარატზე, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის დისტილატის მიღებას. შემდგომ, დისტილატი დასავარგებლად გადადის სხვადასხვა გამოწვის მუხის ბუტებში, სადაც ყოვნდება 3-6 თვის განმავლობაში. მოგვიანებით, ენოლოგი ახდენს დავარგებული დისტილატის კუპაჟირებას. კონდიციამდე მიყვანა ხდება კლასიკური მეთოდით.