Batono
„ბატონოს“ ღვინოები DWWA 2018-ის მედლების მფლობელი გახდა
30.05.2018

„ბატონოს“ ღვინოები რომ საუკეთესოთა შორის ერთ-ერთია, ამის დასტური Decanter World Wine Awards 2018 - ის ფარგლებში მიღებული ჯილდოებია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ:

1) De’wino საფერავი წითელი მშრალი ღვინო (მოსავლის წელი - 2014) - Bronze
2) De’wino მუკუზანი წითელი მშრალი ღვინო (მოსავლის წელი - 2014) -  Bronze
3) De’wino ნაფარეული თეთრი მშრალი ღვინო (მოსავლის წელი - 2016) – Commended
4) Batono წინანდალი თეთრი მშრალი ღვინო (მოსავლის წელი - 2017) - Commended

„დეკანტერის“ დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან კონკურსად ითვლება. შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული წამყვანი ექსპერტების წყალობით, დეკანტერს საერთაშორისო აღიარება დიდი ხანია მოპოვებული აქვს.