WinExpo Georgia ’17-ის გამოფენაში მონაწილეები დაჯილდოვდნენ
11.06.2017

WinExpo Georgia ’17 – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ხუთ კომპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული ჯილდოები გადაეცათ.

– ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი – ქვევრის საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო. კომპანია – „ქვევრის ღვინის მარანი“, ღვინის სახელწოდება – „მწვანე ქვევრის“ (2016 წლის ჩამოსხმა).

– ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი – საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო. კომპანია – „ბატონო“, ღვინის სახელწოდება – „მწვანე“, (2015წლის ჩამოსხმა).

– ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი – ქვევრის საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო. კომპანია -„ბატონო“, ღვინის სახელწოდება – „საფერავი“ (2015 წლის ჩამოსხმა).

– ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი – საუკეთესო მშრალი წითელი ღვინო. კომპანია – „ღვინის კომპანია შუმი“, ღვინის სახელწოდება – „საფერავი გეორგიკა“, (2013 წლის ჩამოსხმა).

– დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი – წითელი, ნახევრადტკბილი ღვინო. კომპანია – „ვაინ ფროდაქტს & სპირიტსი“ , ღვინის სახელწოდება – „ტოლიბაში“, (2016 წლის ჩამოსხმა).

 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეთა შორის 2017 წლის საუკეთესო კომპანიებად დასახელდნენ:

„ღვინის კომპანია შუმი“ – კატეგორია- წითელი მშრალი ღვინო; დასახელება – „საფერავი გეორგიკა“ და

„ქვევრის ღვინის მარანი“ – კატეგორია – ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო; დასახელება – „მწვანე ქვევრის“.

 

WinExpo Georgia ’17 – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეთა შორის, ჟიურის მიერ განსაკუთრებული კრიტერიუმებით შეირჩა და გამოვლინდნენ საუკეთესო კომპანიები:

84 – ბრინჯაო, 36 – ვერცხლი, 26 – ოქრო – ეს იმ ჯილდოების ჩამონათვალია, რაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე კომპანიებს ხვდათ წილად.

 

http://wom.ge/?p=16211