ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე კომპანია „ბატონოს“ ათი ღვინო დაჯილდოვდა
21.06.2018
WinExpo Georgia 2018-ის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე, ჯილდოები კომპანია ბატონოს მიერ წარმოებულ შემდეგ პროდუქციას გადაეცა:
- “Batono” მწვანე, თეთრი მშრალი ღვინო (2016) - ვერცხლის მედალი
- “De’wino” გორული მწვანე, თეთრი მშრალი ღვინო (2016) - ვერცხლის მედალი
- “Qvevruli” ქისი მწვანე, თეთრი მშრალი ღვინო (2016) - ვერცხლის მედალი
- “Qvevruli” საფერავი, წითელი მშრალი ღვინო (2015) - ვერცხლის მედალი
- “Batono” წინანდალი, თეთრი მშრალი ღვინო (2016) - ბრინჯაოს მედალი
- “Batono” როზე, ვარდისფერი მშრალი ღვინო (2017) - ბრინჯაოს მედალი
- “Batono” ქინძმარაული, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო (2017) - ბრინჯაოს მედალი
- “De’wino” ნაფარეული, თეთრი მშრალი ღვინო (2016) - ბრინჯაოს მედალი
- “De’wino” საფერავი, წითელი მშრალი ღვინო (2017) - ბრინჯაოს მედალი
- “De’wino” მუკუზანი, წითელი მშრალი ღვინო (2014) - ბრინჯაოს მედალი
საერთაშორისო ჟიურის ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი თავმჯდომარეობდა. კონკურსზე 60 კომპანიის 250-მდე ნიმუში იყო წარდგენილი.