“QVEVRULI” საფერავი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
22.06.2018

კომპანია „ბატონოს“ მიერ, ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული წითელი მშრალი ღვინო „საფერავი“ (მოსავლის წელი - 2016) „ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე“ საუკეთესოდ აღიარეს.

კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში. ნიმუშები ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა, რომელთა შორის იყვნენ: გიორგი დაქიშვილი, ფილიპ ლესპი, დავით ჩიჩუა, ლიზა გრანიკი, ქეთევან ჯურხაძე.

კონკურსი ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და "ღვინის ეროვნული სააგენტო"-ს მხარდაჭერით, 2018 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა.