10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოხალი ხარ
31.05.2018

კომპანია „ბატონოს“ მიერ წარმოებულმა წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინომ „ქინძმარაული“10 საუკეთესო ღვინოს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" პალიტრა მედია ახორციელებს. პროექტი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რათა  რჩეული ქართული ღვინოები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, უცხოელ მომხმარებელს კი, შესაძლებლობა მიეცეს, აღმოაჩინონ საუკეთესო ქართული ღვინოები.

პროექტი 2017 წლის  15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge  და ambebi.ge-ზე. საკუთარ რჩეულ ღვინოს ხმა 250 000-მდე ადამიანმა მისცა. პარალელურად, საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა.  სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი ღვინო იყო მაგ: ( საფერავი, მუკუზანი თუ ხვანჭაკარა) იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ “კვირის პალიტრისა” და ჟურნალ “გზის” ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინო სწორედ ხალხის შერჩეულია.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა  ორდღიანი დეგუსტაცია, რომელშიც ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა: მიშა მესხი, კახა ჭოტიაშვილი , მარიკა ხომასურიძე, ირმა ჭანტურია და ბასტიან ვარსტოკე.  დეგუსტაციების შემდეგ გამოვლინდა 10 გამარჯებული კომპანია, მათ შორის კომპანია „ბატონო“.

ღვინის ექსპერტი მიშა მესხი პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დასასრულს მართლაც გამორჩეული ქართული ღვინოების გამოვლენა შეძლეს.

 ”პროექტი ძალიან საინტერესო და ინოვაციურია. მასში ჩართულია როგორც სამოყვარულო სეგმენტი, ასევე სპეციალისტები. შესაბამისად, შედეგი აბსოლუტურად ობიექტურია და მართლაც ხარისხიანი ღვინის გამოვლენა შევძელით. დეგუსტაცია დახურული იყო და ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყვნენ ამა თუ იმ ღვინის მწარმოებლები. მხოლოს ღვინის ჯიშისა და მოსავლის წლის შესახებ გვქონდა ინფორმაცია. ბევრი კარგი ღვინო დავაგემოვნეთ.  ქინძამარაულისა და ქისის რამდენიმე ნიმუში კი განსაკუთრებით მოგვეწონა”, - განმარტა ღვინის ექსპერტმა მიშა მესხმა.