რქაწითელი, თეთრი მშრალი ღვინო - SUPER POUCH
პირველად საქართველოში - კომპანია „ბატონო“ პროდუქციას ახალ შეფუთვაში SUPER POUCH გთავაზობთ. ამ ეტაპისთვის, აღნიშნულ შეფუთვაში თეთრი მშრალი ღვინო „რქაწითელი“ ისხმევა.
ღვინო
მევენახეობის მხარე - კახეთი, წინანდლის, თელავის, ნაფარეულისა და საგარეჯოს ზონები;
ყურძნის ჯიში - რქაწითელი;
ორგანოლეპტიკური დახასითება: ჩალისფერი, ჯიშური არომატი, მწიფე ტროპიკული ხილის ტონებით.
დამზადების ტექნოლოგია
ოპტიმალური სიმწიფის მიღწევისას ყურძენი იკრიფება ხელით. ტრანსპორტირება წარმოებს ყუთებით. შემდეგ ხორციელდება მისი გადარჩევა. ყურძნის გადამუშავება ხდება დაკრეფიდან არაუგვიანეს სამი საათისა. კლერტის გაცლის შემდეგ მიღებული დურდო გადადის პნევმატურ წნეხში. თვითნადენი ყურძნის წვენი გადაეცემა ვერტიკალურ ცისტერნაში დასაწმენდად. დაწმენდილი წვენი გადადის სხვა ცისტერნაში დასადუღებლად, ემატება საფუარის წმინდა კულტურა. დუღილის ტემპერატურა რეგულირდება (15-180 С). დუღილის დასრულების შემდეგ ღვინო ყოვნდება (ბატონაჟი) 3 თვის განმავლობაში, რათა შეიძინოს ჰარმონიულობა და ნაღების მსუბუქი ტონები.