ვენახები

კომპანიას გაშენებული აქვს საკუთარი ვენახები 50 ჰექტარის ფართობზე, ცნობილი მანავის მევენახეობის ზონის დასავლეთ ნაწილში. ვენახის ჩრდილოეთით ცივგომბორის მთაა, სამხრეთით - მეექვსე საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.

ზაფხულის ცხელ ამინდში ცივგომბორიდან დაშვებული გრილი ჰაერის ნაკადი ვენახების მიკროკლიმატზე მეტად დადებით გავლენას ახდენს - ანეიტრალებს ცხელი ჰაერის ტემპერატურას, რაც კარგ პირობებს ქმნის ვაზის ცხოველმოქმედებისათვის.