ჩვენი მარანი

კომპანიის კუთვნილი მარანი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ღვინის შესანახად განკუთვნილია უჟანგავი ფოლადის ცისტერნები, მუხის კასრები და ბუტები. 

ღვინის გამოსახდელად არსებული სახდელი აპარატებიდან კომპანიამ შეარჩია ტრადიციული ფრანგული სახდელი აპარატი - შარანტი.  შარანტის ტიპის აპარატი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საკონიაკე სპირტის მიღებას. ხანგრძლივმა დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ღვინის გამოხდისას, გამოხდის სპეციფიკიდან გამომდინარე და აპარატის მასალის შემწეობით (სპილენძი კატალიზატორის როლს ასრულებს) წარმოიქმნება არომატული ეთერები, რომლებიც საგრძნობლად აკეთილშობილებს საბოლოო პროდუქტს -  საკონიაკე სპირტს.

საკონიაკე სპირტის დაძველება ხდება მუხის ჭურჭელში.