×
image კომპანია

კომპანია ბატონო

კომპანიის შესახებ

მარანი “ბატონოს“ ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. კომპანიის მფლობელთა წინაპრები საუკუნიდან საუკუნემდე იყვნენ დაკავებულნი მევენახეობითა და მეღვინეობით. მათ მფლობელობაში იყო ვენახები თოხლიაურის ზონაში (აღმოსავლეთ საქართველო, კახეთი), რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და რომლის მოვლა მათ საგვარეულო ტრადიციას წარმოადგენს.

Image
Image
Image
Image
Image
image image

ჩვენი ისტორია

2004 წელს, ვენახის ამჟამინდელმა მფლობელებმა მისი გაფართოება და ღვინის მწარმოებელი კომპანიის შექმნა გადაწყვიტეს. ვენახი გაშენდა 65 ჰექტარ ფართობზე, ცნობილი მანავის მევენახეობის ზონის დასავლეთ ნაწილში. ვენახის ჩრდილოეთით ცივგომბორის მთაა, სამხრეთით - მეექვსე საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ზაფხულის ცხელ ამინდში ცივგომბორიდან დაშვებული გრილი ჰაერის ნაკადი ვენახის მიკროკლიმატზე მეტად დადებით გავლენას ახდენს - ანეიტრალებს ცხელი ჰაერის ტემპერატურას, რაც კარგ პირობებს ქმნის ვაზის და ყურძნის ჰარმონიულ განვითარებაში. ჩვენ ვენახში გაშენებულია ისეთი ქართული ჯიშები როგორიცაა : საფერავი. კახური მწვანე/ოცხანური საფერე/გორული მწვანე/ქისი/ხიხვი/

image

ჩვენი მარანი

ჩვენი მარანი

მარანი „ბატონო“ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ქმნის, რაც დადასტურებულია მოპოვებული ჯილდოებით , არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა -დეგუსტაციაზე და რასაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ქართული ღვინის სახელის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შეაქვს.

Image
Image
Image
Image
Image

ღვინო ბატონო

- ჩვენი ვენახები და მეღვინეობა -

Image
Image
Image
Image
logo